ევრობასკეტ 2022-ის საქართველოში ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა - FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრებმა მშენებარე დარბაზი დაათვალიერეს და უკმაყოფილება არ დამალეს. ობიექტი, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, ჯერ ისევ მშენებლობის პირველ ეტაპზეა.
დარბაზს თებერვლის სანაკრებო მატჩისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა კამილ ნოვაკი ამბობს, რომ ეს უკვე არარეალურია. FIBA-მ ქართულ მხარეს ბოლო ვადად ივნისი დაუსახელა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევრობასკეტს ის ქვეყანა უმასპინძლებს, რომელსაც თბილისმა კენჭისყრის შედეგად აჯობა.
შეგახსნებთ, რომ ევრობასკეტი 2021 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო ის 1 წლით გადავადდა და 2022 წლის სექტემბერში ჩატარდება. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება.
ასევე იხილეთ: