"კიდევ ერთხელ დადასტურდება, ვის მხარეს არის სიმართლე" - 5 ივლისის საქმეზე დღეს სასამართლოში დეა მამისეიშვილი გამოიკითხება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლო  "მთავარი არხის" ეპიზოდზე დაკავებული ორი პირის საქმეს განიხილავს.

ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს დათუნა ახალაძესა და დეა მამისეიშვილზე თავდასხმას ედავებიან. მოწმის სტატუსით სასამართლო დარბაზში დეა მამისეიშვილი  გამოიკითხება.

"დღევანდელი გამოკითხვა არის მნიშვნელოვანი იმითაც, რომ ვიდეო კადრების პარალელურად დამისვამენ მხარეები შეკითხვებს და შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდება, თუ ვის მხარეს არის სიმართლე. ჩანს გარკვევით, რომ ჩადენილი იყო მძიმე კატეგორიის დანაშაული. ადამიანები აგვედევნენ, სახეში გვაფურთხებდნენ. დათუნა ახალაძეს წიხლებს უშენდნენ, დროშის ტარებს. ეს ადამიანები, რადიკალები, ახლა არიან განსასჯელის სკამებზე", - თქვა დეა მამისეიშვილმა.

ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი