საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 59 ადამიანი, 4 042 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 47 328 კვლევა, აქედან 36 011 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 11 317 PCR-ით. 6 დეკემბერს აიცრა 12 194 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9,53%-ია, ბოლო 14 დღის - 8,52%-ია, 7 დღის - 8,13%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 871 580 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 813 872 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 466 კი გარდაიცვალა.