თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც "მთავარი არხის" ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი მასზე და ოპერატორ დათუნა ახალაძეზე განხორციელებული ძალადობის გამო იკითხება, ხმაური იყო.
ხმაური ვიდეო-მტკიცებულებების განხილვას მოჰყვა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ურტყამენ ბრალდებულები არხის ოპერატორს.
მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მასალა მოსამართლემ მტკიცებულებად არ უნდა მიიღოს:
"ამ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, იმისი, რომ ამ ხალხმა დანაშაული ჩაიდინა", - თქვა ბრალდებულების ადვოკატმა.
მას დეა მამისეიშვილმა უპასუხა: "დევს, მე გადავიღე, სახე ჩანს, მოქმედება ჩანს, ყველაფერი ჩანს. მეც დავინახე და ჩანს კიდეც".
პროცესი დაახლოებით 1 სათია მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.
პროკურორმა პროცესის დაწყებამდე თქვა, რომ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ ძალადობენ ჰომოფობიური ჯგუფების წევრები "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე.