საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს დაზარალებული "მთავარი არხის" ჟურნალისტების პროცესი გადაიდო. განხილვის დროს ბრალდების მხარე ცდილობდა, საქმე გაეჭიანურებინა, მათ შორის ჟურნალისტ დეა მამისეიშვილის დაკითხვის დროს ბრალდებულები სხვადასხვა რეპლიკებს აკეთებდნენ.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა დეა მამისეიშვილს ჰკითხა სად ცხოვრობდა, თუმცა გაურკვეველია რაში სჭირდება მას პირადი ინფორმაცია.
ბრალდების მხარე ამბობდა, რომ ვიდეო მტკიცებულებები დამონტაჟებულია, თუმცა 5 ივლისს დეა მამისეიშვილი პირდაპირ ეთერში მუშაობდა.
"ხარაულისგან მოვისმინე მე ეს რეპლიკა, რომ სად ცხოვრობ, იქამდე რაღაც ფრაზებს ამბობდა, დაზუსტებით არ გამიგია. რა თქმა უნდა, ეს იყო იმის გაგრძელება, რაც დაიწყეს 5 ივლისს, ანგარიშსწორების ოპერაცია ჟურნალისტების წინააღმდეგ. ის რაც ხდება იმ დარბაზში ცხადყოფს ყველაფერს, ვინ არიან ეს ადამიანები, რისი გამკეთებლები არიან და რა დანაშაულის მოაწერეს ხელი", - თქვა დეა მამისეიშვილმა.
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში 5 ივლისი საქმეზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი იკითხება. საქმე აქციაზე ჟურნალისტისთვის მოტოციკლეტით დაჯახების ეპიზოდს ეხება.