"არტ ჰაუსის" წილების საქმე - ბრალდებული მამუკა გურჩიანი ბრალს აღიარებს, ხიდაშელი - არა

გამოქვეყნდა:

"არტ ჰაუსის" ბიზნეს წილების გარჩევის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელი ბრალს არ აღიარებს, მეორე დაკავებული მამუკა გურჩიანი კი დანაშაულს ინანიებს და ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც მოგვიანებით შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. 

ორივე მათგანი სასამართლომ დღეს პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ  გირაოს შუამდგომლობა დააყენა, ბრალდება კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც მოსმართლეც დაეთანხმა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. 

მე ესე გავიგე, რომ ჩემს მიმართ იყო დედის გინება. ქართველი ადამიანი ვარ, ბოდიშის ვიხდი....რაც მოხდა ეგ მოხდა. ვაღიარებ თავს დამანშვედ" განაცხადა გურჩიანმა პროცესზე 

მერაბ ხიდაშელი ამბობს, რომ მის ბრალის დასამტკიცებლად შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს და ის იმ დანაშაულს რასაც ედავებიან, არ ჩაიდენდა:

პროფესორი ვარ, მეცნიერებათა დოქტორი, მეან გინეკოლოგი, როგორ გგონიათ ადამიანი ვცემე და მერე წიხლები ვურტყი? - განაცხადა პროცესზე ხიდაშელმა 

უფლებადამცველების თქმით,  პროკურატურის მოტივი, რომ ბრალდებულები შესაძლოა გამოძიებას დაემალონ, დღევანდელ ვითარებას არ შეესაბამება.

მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილების ძირითად მოტივად ბრალდებულების მხირდან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახელა.

ხიდაშელისა და გურჩიანის წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ სროლა ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამ ივნისს მოხდა. დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევის მიზეზი კავე "არტ ჰაუსის" წილების გადანაწილებას უკავშირდება.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით დაიწყო. 

სამართალდამცველებმა მამუკა გურჩიანის ბინიდან ჩხრეკისას დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი