5 ივლისის საქმის განხილვა და მუქარა მედიაზე | ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობა

გამოქვეყნდა:

კონსერვატიული მოძრაობის ლიდერების მიერ მართული ძალადობრივი აქციის მონაწილეებს დღეს სასამართლო ასამართლებდა. საქმე ეხება 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმების სერიას. სხდომათა დარბაზში დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები გამოკითხეს.

ხელისუფლების მიერ წაქეზებულმა მოძალადეებმა, რომელთა ქმედებასაც საბოლოოდ, ლექსო ლაშქარავა შეეწირა, მუქარა მედიაზე საბრალდებო სკამიდანაც გააგრძელეს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი