
დაუბრუნდება თუ არა "რუსთავი 2" დამფუძნებლებს - გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს გამოაცხადებს. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის კუთვნილი წილების დაბრუნებას წლებია ითხოვენ.
დამფუძნებლების მიმართვის საფუძველზე ამ დრომდე დაყადაღებულია "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილი. დვალი და აქიმიძე ფიქრობენ, რომ 2 წლის წინ ტელეკომპანიის ხალვაშისთვის გადაცემა არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ სამართლიანობაზე ხელისუფლების გაუკუღმართებული შეხედულებაა.
"ყველა ის გარემოება, რომელიც ჩვენ სასამართლოში წარვადგინეთ, მათ შორის ჩვენი მოპასუხის მხარის ჩვენებები, აღიარებები, არის სამართლებრივად საჩვენო, ამიტომ, როგორც იურისტს, მოლიდინი მაქვს, რომ აქიმიძე დვალს უნდა დაუბრუნდეს "რუსთავი 2", - თქვა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.
მისი თქმით, თუ საქართველოში სამართლიანობას ვერ მიაღწევენ, საქმე სტრასბურგში წავა.