"ფორმულას" ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

გამოქვეყნდა:

"ფორმუალს" ჟურნალისტ, ლიკა ლეჟავაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ჯერჯერობით გამომძიებელი არ დაკავშირებია.

ჟურნალისტ ლიკა ლეჟავას არჩევნების მეორე ტურზე, 30 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ქვა ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ფოტო: ფორმულა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი