ნიკა გვარამიას საქმეზე დღეს პროკურატურის ბოლო მოწმე პაატა სალია იკითხება. "რუსთავი 2"- ის მოქმედი დირექტორი დაცვის მხარის კითხვებს 2 საათზე მეტია პასუხობს.
სწორედ პაატა სალია იყო ერთ-ერთი პირი, ვისი განცხადების საფუძველზეც ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო.
რუსთავი 2- ის დირექტორად დანიშვნიდან 1 კვირაში სალია ამტკიცებს, რომ აღმოაჩინა ფინანსური დარღვევები და ამის გამო საგამოძიებო უწყებას მიმართა. სწორედ ამ ნაწილთან დაკავშირებით ჰქონდა ბევრი კითხვა გვარამიას და პროცესზე დღეს გამოჩნდა, რომ სალიამ საერთოდ არ იცოდა იმ დოკუმენტების შინაარსი, რომელის საფუძველზეც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყებით მიმართა.