
"ქართლი ჯი"-ს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივისტს, "ცოცხების აქციის" ორგანიზატორსა და გორის ტრანსპორტის სააგენტოს მაღალჩინოსანს, ფარნა მახოხაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
ის გორის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა.
ადვოკატის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მახოხაშვილმა 9 წლის წინ გაშორებულ მეუღლეს ქუჩაში სცემა:
"მსგავსი ფაქტი საქმეში არ ფიგურირებს. მშობლები ერთად ზრდიდნენ შვილს და ამდენი წლის განმავლობაში მიმოსვლა ჰქონდათ ერთმანეთთან" - ამბობს ადვოკატი.