გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა - სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია

გამოქვეყნდა:

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე მონაწილეობს.

ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა და ეს მისი და სანიკიძის ერთიანობით ახსნა. გურასპაული ამტკიცებს, რომ 11 დეკემბრის არჩევნებზე ისინი "ერთი გუნდით წარდგებიან".

მოქმედი პრეზიდენტი გურასპაული 1 დეკემბერს კანდიდატად დარეგისტრირდა, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტობა აღარ სურს და მხარს სანიკიძეს დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 7 დეკემბერს გურასპაული და სანიკიძე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ ღარბაშვილს შეხვდნენ, სადაც ღარიბაშვილმა კალათბურთის ფედერაციაში 100 მილიონი ლარის ინვესტირების დაპირება გასცა.

გურასპაული მის გადაწყვეტილებასა და ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი