ვფიქრობდი და როცა გადავწყვიტე მაშინ შევიტანე განაცხადი - სანიკიძის გეგმები კალათბურთის ფედერაციაში

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტიის წევრი,  ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა. გეგმებზე საუბრისას სანიკიძე ამბობს, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე უნდა ამაღლდეს და ბავშვთა კალათბურთი უნდა განვითარდეს.

კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ისეთივე არეულობა კალათბურთის ფედერაციაშიც, როგორიც რაგბის კავშირის არჩევნების დროს იყო, სანიკიძე ამბობს, რომ მსგავს დაპირისპირება ემიჯნება.

"ხელმძღვანელობა ვინც არის ჩემთვის უცხო არ არიან , ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მეგობრული.აქედან გამომდინარე, მე ყველანაირად ვეწინააღმდეგები რაიმე სახის დაპირისპირებას, რატო უნდა იყოს დაპირისპირება? ღიად ვაცხადებ რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის ვარ მზად, აქედან გამომდინარე, მე კატეგორიულად ვარ წინააღმდეგი რაიმე სახის დაპირისპირება მოხდეს, იმიტომ რომ არავისთან დაპირისპირება არ მქონია...ვფიქრობდი კვირების განმავლობაში და როცა გადავწყვიტე მაშინ შევიტანე განაცხადი"- ამბობს ვიქტორ სანიკიძე

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადა დღეს, პირველ დეკემბერს, იწურება. ცოტა ხნის წინ, კანდიდატად დარეგისტრირდა ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი პაატა გურასპაული.

არჩევნები 2021 წლის 11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზშია დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი