"უვადო მწვანე პასპორტს არ ვემხრობი... ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას " | სერგეენკო

გამოქვეყნდა:

"...ამას არ ვემხრობი [უვადო მწვანე პასპორტს]. ამას აქვს თავისი დასაბუთება, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. არ მინდა, ღრმა მსჯელობაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვემხრობი. ვირუსს ახასიათებს ცვლილება, რამდენიმე თვეში ერთხელ ბუნებას იცვლის და შეიძლება გადამდები გახდეს. ვაქცინაცია გადადების რისკს ანახევრებს, 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. აქამდე ახალი შტამების აღმოჩენა იფარებოდა არსებული ვირუსებით, თუმცა ახალი მიმდინარეობის არ ვიცით, იმედია, მასაც დაფარავს. მოცემულობაა, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, რომ ისევ არ დაგემართება კოვიდი. ამიტომ, უვადო მწვანე პასპორტის მიცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ 5-6 თვის განმავლობაში გრძელდება ეს".

- ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი