მოკლედ და კონკრეტულად, დღეს სასამართლომ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ როცა ნორმალური სასამართლო იქნება, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, დავიბრუნოთ რუსთავი 2 და შევიდეთ კვლავ ამ საქმის განხილვაში - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად რუსთავი 2-ის დამფუძნებლების სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს დარჩა.
ნიკა გვარამია განმარტავს, რომ ქიბარ ხალვაშსა და აქიმიძე/დვალს შორის გაფორმებული კონტრაქტით, ხალვაში კეთილსინდისიერი შემძენი იყო
"ახლა გაიხსენეთ რა მოხდა რუსთავი 2-ზე. 2006 წლიდან 10 თუ 14 მფლობელი იყო შეცვლილი, 10 წელი იყო გასული და იმაზე თქვა, რომ ყარამანიშვილი არ არის კეთილსინდისიერი შემძენიო. ამ ქვეყანაში სამართალი არსებობს? არ არსებობს თავისთავად ცხადია. უნდა ჩამოყალიბდნენ, ან დვალი და აქიმიძე იყო მართალი, ან ყარამანიშვილი, ან ორივე. საქმე იმაშია, რომ ორივე შემთხვევაში ქიბარ ხალვაშია მტყუანი და ორივე შემთხვევაში ქიბარ ხალვაშმა გაიმარჯვა. ეს არის ამ ქვეყნის მართლმსაჯულების კვინტენსეცია" ამბობს ნიკა გვარამია.
ამავე თემაზე:
აქიმიძე-დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა - "რუსთავი 2" ხალვაშის საკუთრებაში რჩება