კიდევ 63 გარდაცვლილი და 3 562 ახალი შემთხვევა - 9 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 63 ადამიანი, 4 145 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 470 კვლევა, აქედან 31 693 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 777 PCR-ით. 8 დეკემბერს აიცრა 10 660 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,06%-ია, ბოლო 14 დღის - 8,22%-ია, 7 დღის - 7,91%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 566 შემთხვევა;
  • აჭარა - 215;
  • იმერეთი - 602;
  • ქვემო ქართლი - 193;
  • შიდა ქართლი - 300;
  • გურია - 76;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253;
  • კახეთი - 159;
  • მცხეთა-მთიანეთი - 89;
  • სამცხე-ჯავახეთი - 76;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 879 368 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 822 108 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 582 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი