
სასტიკი მკვლელობა აჭარაში - ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში 50 წლის კაცმა ნაჯახით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი 21 წლის შვილი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მან ცოლის ძმას შეატყობინა.
კაცს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. გამთენიისას ის სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი ნახეს.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს 2 პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.