ხაზარაძე- ჯაფარიძე- წერეთლის პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ბადრი ჯაფარიძე უკვე 4-საათზე მეტია სახელმწიფო ბრალდების კითხვებს პასუხობს.
ბრალდების მხარემ, გიორგი გახარიას მიერ ჯაფარიძისთვის გადაცემული სკანდალური წერილის წაკითხვის შესაძლებლობა ბრალდებულს არ მისცა.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წელს წარუდგინეს. გამოძიება, რომელიც "ფულის გათეთრების" საქმითაა ცნობილი, ჯგუფურად 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა მას ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.