კიდევ 49 გარდაცვლილი და 3 454 ახალი შემთხვევა - 10 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3 334 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 623 კვლევა, აქედან 29 925 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 698​ PCR-ით. 9 დეკემბერს აიცრა 9 813 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,82%-ია, ბოლო 14 დღის - 8,06%-ია, 7 დღის - 7,74%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 882 822 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 825 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 631 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი