რეგულაციები წესდებოდა პოლიტიკური, თუ სხვა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით - ეპიდვითარება ომბუდსმენის ანგარიშში

გამოქვეყნდა:

რეგულაციები წესდებოდა არა მეცნიერული, სამედიცინო გათვლებით, არამედ პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით - ნათქვამია სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც ნინო ლომჯარიამ წარადგინა.

ეპიდვითარების მართვას ხელისუფლების მხრიდან, სახალხო დამცველი არასათანადოდ აფასებს და წერს, რომ არაეფექტური იყო ვაქცინაციის კამპანია, რასაც მოწმობს მწვანე პასპორტების საკითხიც, ასევე რეგულაციების მოხსნა-დაწესება დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს ემყარებოდა. 

ანგარიშში ვკითხულობთ:

"2021 წელს სახალხო დამცველმა არაერთგზის გააკრიტიკა ხელისუფლება კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის იმ მიდგომების გამო, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. კერძოდ, არაეფექტური იყო სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა (ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ.). შედეგად საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და დღესდღეობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37% მდეა სრულად ვაქცინირებული, ასევე ძალიან დაბალია 60 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 37 % მდეა აცრილი. ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი განსაკუთრებით საგანგაშოა, რამეთუ, ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა. საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებშია. სამწუხაროდ სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ვაქცინაციის პროცესის გამარტივება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რაც ხანდაზმულებისთვის, ხშირ შემთხვევაში დაუძლეველ წინაღობას წარმოადგენდა ვაქცინაციის ჩასატარებლად." 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი