კიდევ 64 გარდაცვლილი და 3 542 ახალი შემთხვევა - 11 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 64 ადამიანი, 2 234 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 57 978 კვლევა, აქედან 34 558 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 23 420​ PCR-ით. 10 დეკემბერს აიცრა 11 184 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,11%-ია, ბოლო 14 დღის - 7,93%-ია, 7 დღის - 7,53%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 886 364 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 827 676 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 695 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი