ბიზნესმენი ამბობს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იარაღით დაემუქრა

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე ამბობს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ბესო ცეცხლაძე იარაღით ემუქრებოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ბიზნესმენის თქმით, ცეცხლაძე მას კომერციული ფართის საფასურის დაკლებას სთხოვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, იარაღით დაემუქრა. 

ფართის ღირებულება 2 ათასი დოლარია, მუნიციპალური ინსპექციის მაღალჩინოსანს კი მისი შეძენა 500 დოლარად სურდა. 

მომხდართან დაკავშირებით საქმე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი