"არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში" | კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი

გამოქვეყნდა:

"არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში" - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე, რომელიც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო. 

სანიკიძემ არჩევნებში 39 დელეგატის მხარდაჭერით გაიმარჯვა. მან დღეს საკუთარი გუნდიც წარადგინა, მათ შორისაა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, პაატა გურასპაული. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გურასპაული ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

"არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ზოგიერთმა თქვენმა კოლეგამ მომილოცა, დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ვაპირებ, რომ კალათბურთი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ, არის უპრეცედენტო მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. სრულიად ვიზიარებ რა პასუხისმგებლობაც მაქვს აღებული, პასუხისმგებელი ვარ, ყველა იმ წარმატებაზე, რაც ქართულ კალათბურთს ელოდება წინ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ევრობასკეტის დიდი ღონისძიებას ღირსეულად გავართმევთ თავს",- ამბობს ვიქტორ სანიკიძე. 

აღსანიშნავია, რომ 1 დეკემბერს გურასპაულმა ფედერაციის პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, 7 დეკემბერს კი ირაკლი ღარიბაშვილთან და თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ კანდიდატურა მოულოდნელად ჩახსნა. დღეს გურასპაული ირწმუნებოდა, რომ მასა და სანიკიძეს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს. 

იხილეთ ასევე:

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ერთკაციან არჩევნებში ვიქტორ სანიკიძემ გაიმარჯვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი