ახალქალაქში კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვი

გამოქვეყნდა:

ახალქალაქში შუახნის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვი. Jnews-ის ინფორმაციით, ბავშვს, ერთ კაცსა და შუახნის ქალს დანით სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები აქვთ მიყენებული. ხოლო ასაკოვანმა ქალმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა ის შოკურ მდგომარეობაშია.

შემთხვევა დღეს, 11 დეკემბერს მოხდა, წინასწარი ინფორმაციით, შუახნის კაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით სასჯელს იხდიდა, ყოფილი მეუღლე კი მშობლების სახლში ცხოვრობდა. 40 წლის კაცი ყოფილი მეუღლის მშობლების სახლში შეიჭრა, მათ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი