მიხეილ სააკაშვილს დღეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს 

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში  დღეს. 14:00 საათზე, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი მოინახულებს, მედიკოსების შემადგენლობას დაემატა ფსიქიატრი. 

ალტერნატიულმა კონსილიუმმა დღეს მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რამდენად მძიმეა მესამე პრეზიდენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. 

ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის და წამების საქმეზე კიდევ უფრო სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში "პერმანენტულად იყო უძილო მდგომარეობაში", რაც წამების ერთ-ერთი ფორმაა.

შეგახსენებთ, რომ ცენტი "ემპათია" ფარმაკოლოგიურ წამებასთან დაკავშირებით 1 000-გვერდიან სკანდალურ დასკვნას ამზადებს, რომელსაც მესამე პრეზიდენტის საქმეზე უფლებადამცველები სტრასბურგის სასამართლოში სარჩელთან ერთად გადააგზავნიან.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი