მესამე პრეზიდენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესასწავლად, ომბუდსმენის კონსილიუმს კიდევ ერთი ექიმი დაემატება

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ალტერნატიული კონსილიუმი, სავარაუდოდ, დღეს შევა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი ფართოვდება. ამ ჯგუფს დაემატება ფსიქიატრი, რომელიც მესამე პრეზიდენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას შეისწავლის. 

ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, რა შედეგებამდე მიიყვანეს მესამე პრეზიდენტი ფსიქოტროპული მედიკამენტების გადაჭარბებული რაოდენობით.

სკანდალური დასკვნის გამოსაქვეყნებლად ემზადება ცენტრი "ემპათია". 1 000-გვერდიან დოკუმენტში დეტალურად იქნება აღბეჭდილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის და ფარმაკოლოგიური წამების ფაქტები. დასკვნა სტრასბურგის სასამართლოშიც გადაიგზავნება. 

"ჩვენ გვყავს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი და სახალხო დამცველი, რომელზეც ხელისუფლებამ ზეგავლენა ვერ მოახერხა და ასევე, ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ობიექტურად აფასებენ მიმდინარე პროცესებს. ორივე დასკვნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე, მტკიცებულებითი ძალა, მიმდინარე სასამართლო პროცესებზე", - ამბობს შოთა თუთბერიძე, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 21-ე დღეა გისოსებიან პალატაში მკურნალობის კურსს გადის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი