მე-18 დაწესებულებაში, პერმანენტულად იყო უძილო მდგომარეობაში - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის წამების ახალ დეტალებზე 

გამოქვეყნდა:

წამების სხვადასხვა ფორმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს - მარიამ ჯიშკარიანი იმ დასკვნის დეტალებზე საუბრობს, რომელიც "ემპათიამ" უნდა გამოაქვეყნოს. გადაცემა "მთავარი დებატების" ეთერში ჯიშკარიანმა მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი აღწერა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს იქ დაძინების საშუალება არ ჰქონდა:

"როდესაც იგი მე-18 დაწესებულებაში გადავიდა, პერმანენტულად იყო უძილო მდგომარეობაში. პერმანენტულად მიმდინარეობდა ხმაური, თუკი გათიშავდა ტელევიზორს, თუკი გააღებდა ფანჯარას და ეს არის ძალიან ცნობილი წამების მეთოდი, როდესაც ადამიანს არ აძლევენ საშუალებას, რომ დაისვენოს, თანაც მოშიმშილე ადამიანს" განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, პარალელურად გრძელდებოდა არასაჭირო მედიკამენტის მიღება და მიხეილ სააკაშვილთან ნევროლოგიური გამოკვლევა 17 ნოემბრამდე, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შესვლამდე არ მომხდარა. 17 რიცხვში კი ომბუდსმენის ნევროლოგმა ვერნიკეს ენცეპალოფატია დაადგინა.

"18-ში აღენიშნა გულყრა და იგი პრაქტიკულად აღმოჩნდა რეანიმაციაში, აქ შეიქნა სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რაც განიხილება როგორც ტრავმული მოვლენა" ამბობს ჯიშკარიანი.

მისივე თქმით, ამ მდგომარეობაშიც კი, მიხეილ სააკაშვილთან არ აღმოჩნდნენ არც ციხის ექიმები და არც ბადრაგი:

ჰქონდა განცდა, რომ წუთი წუთზე შემოცვივდებოდნენ და მის სიცოცხლეს დაემუქრებოდა საფრთხე. ეს არის სწორედ სიცოცხლისათვის საშიში ის მდგომარეობა, რომელმაც გამოიწვია პოსტტრავმული სტერსული აშლილობა, რა თქმა უნდა ჯაჭვში." განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა "მთავარი არხის" ეთერში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი