
მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა აღდგენილია. თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ, მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით გადაადგილებას შეძლებენ. ძალაში მხოლოდ სარკინიგზო მიმოსვლაზე შეზღუდვა რჩება.
დღეიდან იხსნება სავალუტო ჯიხურებიც. მუშაობის უფლება მიეცათ სასტუმროებსაც, იმ პირობით თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დაიცავენ. იხსნება რესტორნების, ბარებისა და კაფეების დახურული სივრცეებიც. ეპიდემიის გამო, კაფე-ბარების მეპატრონეები მომხმარებელების შემცირებას ელოდებიან და ამბობენ რომ ამ ფონზე რეგულაციების დაცვა საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
დღეიდან უკვე იხსნება შიდა სივრცეები. რეგულაციები გვაქვს შემდეგი: ორი მეტრი უნდა იყოს დაშორება მაგიდებს შორის, ერთი მეტრი უნდა იყოს სკამის საზურგეებს შორის და ასეთი საკმაოდ საინტერესო რეგულაცია გვაქვს, შიგნით მომხმარებელი უნდა იჯდეს პირბადით. ჯერჯერობით მომხრაბელების რაოდენობა ძალიან მცირეა და იმედია, შიდა სივრცის გახსნა რრაცნაირად დაეხმარება და გამოაცოცხლებს სიტუაციას,- ამბობს კაფე-ბარის თანამშრომელი, ალა გნევაშევა.