"1 კვირაზე მეტია, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან" | ციციშვილის კლინიკაში 2 ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

გამოქვეყნდა:

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ექიმების თქმით, მათ აქვთ ფილტვის ქსოვილის სერიოზული დაზიანება. კლინიკაში 106 პაციენტი მკურნალობს.

მედიკოსების ამბობენ, ჩვილებისა და არასრულწლოვნების ინფიცირების წყარო ძირითად შემთხვევებში, 
არავაქცინირებული მშობლები და ახლობლებია

უკვე მეოთხე თვეა, ეპიდემიოლოგები ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეხუთე ტალღას ებრძვიან. ამასთან, მსოფლიოში კოვიდის ახალი შტამის გავრცელება დამატებით საფრთხეებს ქმნის. ექიმების თქმით, "ომიკრონი" შესაძლოა, საქართველოში რამდენიმე კვირაში დაფიქსირდეს.

ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ სტაბილურად მაღალია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. ჯანდაცვის სექტორი კი მეხუთე ტალღის გადალახვას ვერ ახერხებს. 

"ყველაზე მძიმედაა 2. ერთი ახალშობილი და ერთი ჩვილი, რომლებიც პრაქტიკულად 1 კვირაზე მეტია მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან...

ახალ წელს საქართველოში ვერ მოვიშლით სტუმრიანობას, ამასთან გარეთ ბევრი გართობის საშუალებები იქნება, პლუს სეზონური ვირუსები, აქედან გამომდინარე ეპიდვითარება სასარგებლო ჩვენთვის არ იქნება",- ამბობს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე. 

ცნობისთვის, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საახალწლო არდადეგებისა და უკონტროლო რეგულაციების ფონზე, შესაძლოა, მეხუთე ტალღა პირდაპირ მეექვსე ტალღაში გადაიზარდოს. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი