კომპანია დამატებით 20 მილიონს ითხოვს - ევრობასკეტის საქართველოში ჩატარება საფრთხეშია

გამოქვეყნდა:

ევრობასკეტის საქართველოში ჩატარება ისევ რისკის ქვეშ დგას. მიზეზი ისევ სავარაუდო კორუფციაა.

როგორც პოსტ ფაქტუმში გასული რეპორტაჟის შედეგად ირკვევა - ხელისუფლებასთან დაახლოებული საბა კონსტრაქშენი მშენებარე საკალათბურთო დარბაზის დასასრულებლად დამატებით 20 მლნ ლარს ითხოვს.

არადა დარბაზის მშენებლობა მთავრობამ უკვე დააფინანსა 70 მლნ ლარით.

წერილების მიხედვით, კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია ხარჯების 90 მლნ-მდე გაზრდას ითხოვს, რადგან პროექტი კონტრაქტით გათვალისწინებულ ხარჯებს უკვე გაცდა. დოკუმენტი 10 დეკემბრით თარიღდება.

საბა კონტრაქშენი კითხვებზე პასუხს არ პასუხობს. თუმცა, მშენებლობაზე ირწმუნებიან, რომ დათქმულ ვადებში სპორტის სასახლე მზად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშა ხელი არ დაუმატებიათ.

მშენებლობის ტემპით შეშფოთებულია FIBA-ც, რომლის ხელმძღვანელობამ ქართულ მხარეს დარბაზის დასასრულებლად ბოლო ვადა 2022 წლის ივნისამდე მისცა.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი