რომ არა სუს-ი, შეუძლებელი იქნებოდა ასეულობით ასეთი ოფისის არსებობა - ხაბეიშვილი ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი,  ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვა თაღლითურ სქემაზე ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, დასრულდა. ხაბეიშვილი არ ელოდება, რომ საქმეს გამოიძიებენ, რადგან მისი თქმით, სქემას სუს-ის ხელმძღვანელობა და ივანიშვილის გარემოცვა მფარველობს

"კითხვები ჰქონდათ, რას ვფიქრობდი ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ თაღლითური სქემის უკან მივაწოდე ინფორმაცია, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, რაც გამოკითხვის ოქმში აისახა და ჩემი მოთხოვნით ეს ჩაწერილია. 

მნიშვნელოვანია მოხდეს ამ ადამინების დაკითხვა. იმიტომ რომ, თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეუძლებელი იქნებოდა ასეულობით ასეთი ოფისის არსებობა, რომელიც მილიარდობით დოლარს ძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რითაც საბოლოო ჯამში უნდა დაინტერესდეს საერთაშორისო გამოძიება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს გავაკეთებ და  მივაღწევ. 

ეს არ არის მარტო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, საერთაშორისო თაღლითობა , რაზეც აუცილებელი იქნება რეაგირება. ისინი იძულებული არიან რომ დაიწყონ გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი ნამდვილად არ ჰქონდათ". - ამბობს ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილს ადვოკატის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია და ბოლომდე მიყვანისა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლიან სასჯელს ითვალისწინებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი