სომხეთი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების საავადმყოფოებში მიღებას ვეღარ ახერხებს

გამოქვეყნდა:

სომხეთში კოვიდ 19-თან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა. ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ბოლო 24 საათში განმავლობაში ქვეყანას 766 ახალი ინფიცირებული და 10 გარდაცვლილი ჰყავს.

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე დღეში სამედიცინო ცენტრებს 140-მდე საწოლი დაემატება. ქვეყნის მთავარი პრობლემა ამ მომენტისთვის საავადმყოფოების არასაკმარისი ინფრასტრუქტურაა.

სომხეთში, კოვიდ ცენტრები, პაციენტების მიღებას და მკურნალობას ვეღარ ახერხებენ. ეპიდემიის გამო ჩაკეტილია რამდენიმე სოფელი, მოსახლეობას კი სახლების დატოვება აქვს აკრძალული.  

ოფიციალური მონაცემებით სომხეთში კოვიდ 19-ის 13 130 შემთხვევაა დადასტურებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი