"არ არის პირობები არაფერი" - კარანტინში მყოფი სატვირთო ავტომობილების მძღოლები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

სატვირთო ავტომობილის მძღოლები დახმარებას ითხოვენ. ისინი "მთავარს" უყვებიან,  
რომ ბათუმში  ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში არასათანადო პირობებში იმყოფებიან. მათი თქმით,  სასტუმროში უვარგის საკვებს ურიგებენ და გამოძახების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურებაც არ უტარდებათ.

სატვირთო მძღოლები ამბობენ, რომ კარანტინში ყოფნიდან 72 საათი უკვე გასულია და მათ კორონავირუსის საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნებათ.

72 საათში თუ დაიტვირთები და წახვიდოდი უკან ისევ, გადაკვეთავდი საზღვარს, შეგვეძლო მუშაობა, თუ 72 საათი გავიდოდა, უნდა ჩამოვსულიყავით კარანტინში. ჩვენი სახსრებით მოვედით , ზესტაფონში ვცხოვრობ, ფული ვხარჯე, რომ მოვსულიყავი ამ სასტუმროში, თუ არადა, ჯარიმას გამომიწერდნენ სამი ათას ლარს. არ არის პირობები არაფერი, ექიმებს რომ ვიძახებთ არ მოდიან თავის დროზე და უყურადღებოდ ვართ,- ამბობს სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ვარლამ შავიძე. 

მძღოლები  საზღვრის გადაკვეთისა და მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი