
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. 86 წლის მამაკაცი დადასტურებული კოვიდ 19-ით კლინიკაში გამთენიისას, წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. პაციენტი ეთნიკურად აზერბაიჯანელია.
კლინიკის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი იმყოფება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 809 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის კოვიდ კლინიკებში 122 პაციენტს მკურნალობენ. გამოჯანმრთელდა 674 პირი, 13 კი გარდაიცვალა. კარანტინშია 2915 მოქალაქე, სტაციონარებში კი 237 პაციენტს აკვირდებიან.