კიდევ 49 გარდაცვლილი და 3 988 ახალი შემთხვევა - 14 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3 722 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 53 255 კვლევა, აქედან 37 264 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 15 991​ PCR-ით. 13 დეკემბერს აიცრა 10 948 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,49%-ია, ბოლო 14 დღის - 7,64%-ია, 7 დღის - 7,15%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 894 801 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 840 985 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 826 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი