
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური სამართლებრივი დევნის გამოჩენა სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში ნდობას ანადგურებს.
დეგნანი იმედოვნებს, რომ სასამართლო ნებისმიერი მოქალაქის მიმართ მიუკერძოებელი იქნება, მისივე თქმით, აშშ მზად არის საქართველოს მხარი დაუჭიროს სასამართლო სისტემის გაძლიერებაში.
პოლიტიკური ჩარევის ან პოლიტიკური სამართლებრივი დევნის აღქმაც კი ანადგურებს საზოგადეობის ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, კერძოდ კონკრეტული საქმეების შედეგებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად იქნება გამოყენებული ყველა მოქალაქის მიმართ პოლიტიკური კუთვნილების თუ ბიზნესთან ასოცირების მიუხედავად.
ბევრი ერთგული მოსამართლე მუშაობს სისტემაში და მოხარული ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა გაძლიერდეს, - თქვა კელი დეგნანმა.
იხილეთ ასევე: