ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლო 24 საათში - პაციენტს კოვიდ 19 საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამ დროისათვის ქვეყანაში  ოფიციალურად კოვიდ 19-ით ინფიცირების 810 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 683 უკვე გამოჯანმრთელდა. კოვიდ ცენტრებში ამ დროისთვის კორონავირუსზე 114 პაციენტს მკურნალობენ.

ახალი ინფიცირებულების კლასტერი ცნობილია. პაციენტებს კოვიდ19 საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდათ.

გუშინაც  და დღესაც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვყავს და სულ ჯამში არის 810 დადასტურებული შემთხვევა. დადასტუებული შემთხვევები არის საკარანტინო სივრციდან და შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული შემთხვევებია. ჩვენს ცენტრში 47 დადასტურებული შემთხვევით პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე. ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომლის დავადება პროგრესიებს შემოსვლიდან,- ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი