"რაც შეიძლება უფრო უნდა გააქტიურდეს ვაქცინაცია" - იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, "ომიკრონის" შტამი საქართველოში, სავარაუდოდ, დეკემბერში დაფიქსირდება.
"როდესაც ვლაპარაკობთ დაფიქსირდება თუ არა "ომიკრონი" საქართველოში, ალბათ დაფიქსირდება და სავარაუდოდ, ეს იქნება დეკემბრის თვეში. შესაძლებელია უკვე იყოს კიდეც ქვეყანაში. საფრთხეები გამომდინარეობს გავრცელების სისწრაფიდან. "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია ბუსტერ დოზა", - თქვა ივანე ჩხაიძემ.
ცნობისთვის, სპეციალისტები ამბობენ, რომ "ომიკრონის" შტამი ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები. ამასთანავე, ვირუსის ამ ვარიანტს ვაქცინის ორი დოზის მიმართ მეტი მდგრადობა აღმოაჩნდა, რის გამოც ექიმები მოსახლეობას "ბუსტერის" გაკეთებისკენ მოუწოდებენ.