ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდების საქმე დასკვნით ფაზაშია - მორიგი პროცესი საქალაქოში

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძრული აბსურდული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ფაზაში გადადის

არ არის გამორიცხული, საქმეზე, რომლითაც მთავარი არხის გენერალურ დირექტორის ხელისუფლება პატიმრობით ემუქრება, საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლემ უახლოეს კვირებში გამოაცხადოს.

პროცესი ზუსტად ერთ საათში იწყება. ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულების გამოკვლევა ამ ეტაპზე დასრულებულია. დღეიდან დაცვის მხარის არგუმენტების წარმოდგენა დაიწყება.

შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი