პროკურატურა მოწმეების დაკითხვას მიზანმიმართულად აჭიანურებს - გიორგი რურუას დაცვის მხარე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე  წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების განხილვა მოხდება. დღეს მიმდინარე პროცესს გიორგი რურუაც დაესწრება.

დღევანდელი სხდომისთვის გადაწყვეტილი იყო ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა, თუმცა პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გუშინ საღამოს შეცვალა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს მოწმეების დაკითხვის პროცესის გაჭიანურებას.

მიზეზად დასახელდა, რომ თითქოს ვერ მოახერხეს მოწმეებმა გამოცხადება სასამართლოზე, რაც ჩემთვის დამაჯერებელი არგუმენტი არ არის, რადგან დღეს უნდა დაკითხულიყვნენ შსს-ს თანამშრომლები. ვფიქრობ, არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვისთვის, რომ რეალურად პროკურატურა ცდილობს არ გავიდეს თავის მოწმეებზე ბოლოში, - ამბობს გიორგი რურუას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი.

ამ მომენტისთვის დარჩენილი სულ ცხრა მოწმის დაკითხვა და ამის შემდეგ დაცვის მხარე კვლავ დააყენებს რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას, რაც, დაცვის მხარის მტკიცებით, პროკურატურის ინტერესებში არ შედის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი