
მკვლელობა ვაზიანის დასახლებაში - გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა მეუღლე და სიდედრი სამზარეულოს დანით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
როგორც გარდაცვლილების მეზობლები ამბობენ ყვირილისა და ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, პირველი, ვინც ამ ტრაგედიის შესახებ შეიტყო, ოჯახის არასრულწლოვანი წევრია, რომელიც სკოლიდან დაბრუნდა, კარი არავინ გაუღო და ბიძას შეატყობინა.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.