ვაზიანში, სკოლიდან დაბრუნებულ მოზარდს სახლში უმძიმესი სურათი დახვდა. სამზარეულოს დანით ყელგამოჭრილი დედის და ბებიის ცხედრები და მამა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით გამოკვეთილი არაფერია. მკვლელობის მოწმე მეზობლები ადასტურებენ, რომ გაიგეს ქალის ხმა, რომლიც შველას უშედეგოდ ითხოვდა.
ოჯახის ერთდერთი გადარჩენილი წევრი, 13 წლის ბიჭი, ვინც საკუთრი თვალით ნახა დაღუპული მშობლები და ბებია, ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. როგორც ახლობლები ამბობენ, მასთან ფსიქოლოგი ამ დრომდე არ მუშაობს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.