წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 პირი ჩაცხრილეს. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს თვითმხილველებმა გვითხრეს. მათი ინფორმაციით, დაჭრილია სამივე პირი. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.