"კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ" - 5 ივლისის საქმეზე სასამართლოში დეა მამისეიშვილის გამოკითხვა დღეს გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე, რომელიც დღეს 11:00 საათზეა ჩანიშნული, სასამართლო "მთავარი არხის" ეპიზოდზე დაკავებული ორი პირის საქმეს განიხილავს.

ილია ქებაძეს და თემურ ხარაულს დათუნა ახალაძესა და დეა მამისეიშვილზე თავდასხმას ედავებიან. მოწმის სტატუსით სასამართლო დარბაზში დეა მამისეიშვილის გამოკითხვა დღეს გაგრძელდება.

"მოვყვები ყველაფერს, როგორც განვითარდა მოვლენები 5 ივლისს და რა თქმა უნდა, სასამართლოსგან მაქვს ობიექტური განაჩენის მოლოდინი, იმიტომ, რომ  ეს არის ჩვენთვის პრინცპულად მნიშვნელოვანი საქმე, როდესაც სახელმწიფო, მედია, ადამიანის უფლებები სრულად ფეხქვეშ გათელეს ჰომოფობებმა, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას, გვაფურთხებდნენ, გვირტყამდნენ. კი, ისინი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ", - ამბობს დეა მამისეიშვილი. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტი უკვე მესამე სხდომაა, მხარეთა შეკითხვებს პასუხობს. ყოველ ჯერზე სხდომების გადადების შუამდგომლობას დაკავებულების ადვოკატები აყენებენ. მათი მიზანი განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებაა.

ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი