კიდევ 39 გარდაცვლილი და 3 123 ახალი შემთხვევა - 16 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 3 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 ადამიანი, 4 215 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 48 898 კვლევა, აქედან 31 214 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 17 684​ PCR-ით. 15 დეკემბერს აიცრა 11 161 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,34%-ია, ბოლო 14 დღის - 7,39%-ია, 7 დღის - 6,86%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 901 202 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 849 090 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 918 კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი