სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი ხორცი დალუქა

გამოქვეყნდა:

სურსათის ეროვნული სააგენტომ კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი, 515 კგ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა. 

ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს.

"14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები (ინდმეწარმე) დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო.

შემოწმებისას, აგრეთვე, გამოვლინდა და, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა ნახევარ ტონაზე მეტი (515 კგ.) გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი", - წერია უწყების განცხადებაში.

მომხმარებელს დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია ცხელ ხაზზე - 1501.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი