ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი - თბილისსა და რეგიონებში 4 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 4 პირი დააკავა.

"მარნეულში დაკავებული ბ.ზ.-ს ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინი".

ფონიჭალაში დაკავებული ბ.გ-ს ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

ზუგდიდში დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 41 აბი "სუბოქსინი", 3 შეკვრად დაფასოებული "სუბოქსინის" აბის ნატეხები და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

რაც შეეხება მ.კ.-ს, სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მისი პირადი ჩხრეკისას, 9 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი