ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო გადაიდო - პროცესი 11 იანვარს გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო გადაიდო. პროცესი მომდევნო წელს, 11 იანვარს, 11 საათზე გაგრძელდება.

პროცესის გადადება პროკურატურამ მოითხოვა რეპლიკების მოსამზადებლად.

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ითხოვა, რომ ვინაიდან დაცვის მხარემ წარმოთქვა 20 გვერდიანი დასკვნითი სიტყვა, მისცემოდათ დრო დამატებითი არგუმენტების წარმოდგენისთვის.

შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე -​ "პროკურატურა თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა ამ საქმის დასრულებას, ახლა კი დროს წელავს" - განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით კი, იმ შემთხვევაში, თუ სხდომას რამდენიმე დღით გადადებს, განაჩენის გამოცხადება სადღესასწაულო დღეებს დაემთხვევა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი