მოძალადეების ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე "მთავარ არხის" ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის ორიენტაციით დაინტერესდა: "ლესბოსელი ხომ არა ხართ, ან გეი, ან ტრანსგენდერი? " მიმართა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა ჟურნალისტს.
ჟურნალისტისთვის ამ შინაარსის კითხვების პარალელურად, კარგად ისმის სავარაუდოდ სხვა ადვოკატის რეპლიკები - "რომელ სახელმწიფოზე ლაპარაკობ, შენი სახელმწიფო ფულია და გვარამია"
დღეს 5 ივლისის ძალადობის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
დეა მამისეიშვილსა და მის ოპერატორზე, დათუნა ახალაძეზე თავდასხმისთვის განსასჯელის სკამებზე თემურ ხარაული და ილია ქებაძე სხედან.