[VIDEO] ჩხუბი სკამებით და "დუბინკებით" - თამარ მეფის გამზირზე მოქალაქეებმა დაცვის თანამშრომლებთან იჩხუბეს

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება და ჩხუბი თბილისში - გვიან ღამით, თამარ მეფის გამზირზე მოქალაქეები და "ვიქტორია სექიურითის" დაცვის თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად გუსწორდნენ. 

გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ ჩხუბის დროს ისინი ერთმანეთს გარეთ დადგმულ სკამებს ურტყამენ. 

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიცია ადგილზე, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში არ მისულა. 

დამატებით დეტალებს "მთავარი არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი